78
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერმა კაია კალასმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ევროპის კავშირმა ყური უნდა უგდოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნას, რომ თავდაცვისთვის ბევრად მეტი ხარჯები გაიღოს იმ ეგზისტენციალური საფრთხის გამო, რასაც რუსეთი წარმოადგენს:
“ჩვენი ეროვნული სადაზვერვო სამსახურებიდან ბევრი გვაწვდის მონაცემებს იმის შესახებ, რომ რუსეთმა შეიძლება 3-5 წელში შეამოწმოს ჩვენი მზადყოფნა. აშშ-ის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მართალია, როცა ამბობს, რომ თავდაცვაზე ევროპელების ხარჯები არასაკმარისია. ახლა დროა, თავდაცვაში მოხდეს ინვესტირება, თუკი ევროპას გადარჩენა სურს, საჭიროა მისი შეიარაღება”