შაბათი, აპრილი 25, 2026
Home პოლიტიკა მარკო რუბიო – პრობლემა მხოლოდ დეზინფორმაცია არ არის, პრობლემა შეთქმულების თეორიების პროპაგანდაა სხვა ქვეყნებს შიგნით

მარკო რუბიო – პრობლემა მხოლოდ დეზინფორმაცია არ არის, პრობლემა შეთქმულების თეორიების პროპაგანდაა სხვა ქვეყნებს შიგნით

by admin

2025 წლის 15 იანვარს, აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენაზე მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ის თავადაც არაერთხელ ყოფილა უცხოური დეზინფორმაციის სამიზნე მრავალი ქვეყნის მხრიდან, რომ შეერთებული შტატებისათვის პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ დეზინფორმაცია, არამედ შეთქმულების თეორიები:

“დროთა განმავლობაში ვისწავლე, რომ დეზინფორმაციასთან დაპირისპირების საუკეთესო გზა არის თავისუფალი სიტყვის მხარდაჭერა, რათა საპირისპირო მოსაზრებები და შეხედულებები იქნას მოსმენილი და გაგებული. სხვათა შორის პრობლემა მხოლოდ დეზინფორმაცია არ არის, პრობლემა შეთქმულების თეორიების პროპაგანდაა სხვა ქვეყნებს შიგნით, – რაც გავლენას ახდენს სხვა ქვეყნების შეხედულებებზე შეერთებული შტატების შესახებ, რაც ჩვენ ძირს გვითხრის, ძირს უთხრის ჩვენს პოზიციას, მაგალითად, აფრიკაში, ამას ასევე ვხედავთ დასავლეთ ნახევარსფეროში. რაც ყველაზე მეტად მაწუხებს: არსებობს პროგრამები, რასაც USAID-ი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო  აფინანსებს, მაგრამ ჩვენ არ გვაძლევენ უფლებას, რომ მივუთითოთ, “დამზადებულია ამერიკაში” ან “საჩუქრად ამერიკელი ხალხისაგან” რადგან ლოკალურ დონეზე ვიღაცა შეიძლება ამით შეურაცხყოფილი დარჩეს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, მსოფლიომ იცოდეს, რას აკეთებს შეერთებული შტატები მათი საზოგადოებების მხარდასაჭერად. ჩვენ საკმარისად კარგად არ ვუწევთ პოპულარიზაციას იმას, თუ რა გვიკეთებია წლების განმავლობაში და რასაც ვაგრძელებთ მსოფლიოს გარშემო ადამიანების დასახმარებლად”, – განაცხადა მარკო რუბიომ.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატების მომავალი სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, 20 იანვარს ჩაანაცვლებს ენტონი ბლინკენს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay