შაბათი, აპრილი 25, 2026
Home მსოფლიო როგორც უკრაინას, ასევე რუსეთს ომის დასასრულებლად დათმობებზე წასვლა მოუწევთ – მარკო რუბიო

როგორც უკრაინას, ასევე რუსეთს ომის დასასრულებლად დათმობებზე წასვლა მოუწევთ – მარკო რუბიო

by admin

აშშ-ს სახელმწიფო მდივნობის კანდიდატის, მარკო რუბიოს თქმით, არარეალისტურია იმის იმედი, რომ უკრაინა სრულად დაიბრუნებს ყველა იმ ტერიტორიას, რაც რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაიკავა. ამის შესახებ რუბიომ სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში გამართულ მოსმენაზე ისაუბრა.

“არარეალისტურია იმის დაჯერება, რომ უკრაინის ზომის ქვეყანამ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად არაკომპეტენტურია, ან რამდენად დიდი ზიანი მიიღო რუსეთის ფედერაციამ შეჭრის შედეგად, ამ ხალხს [რუსეთის ჯარებს] უკან დაახევინოს იმ დონემდე, სადაც ისინი შეჭრის წინა დღეს იმყოფებოდნენ. პრობლემა ის კი არ არის, რომ უკრაინას ფული უთავდება, მას ადამიანები უთავდება. თუ გვინდა გულწრფელად ვისაუბროთ დასრულებაზე, დიპლომატიას დასჭირდება დათმობები მოლაპარაკებებში მონაწილე ყველა მხრისგან”. – თქვა რუბიომ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay