კვირა, აპრილი 26, 2026
Home მსოფლიო კიტ კელოგი – დონალდ ტრამპი არ ცდილობს რაიმე მისცეს პუტინს და რუსეთს, ის ცდილობს უკრაინისა და მისი სუვერენიტეტის გადარჩენას

კიტ კელოგი – დონალდ ტრამპი არ ცდილობს რაიმე მისცეს პუტინს და რუსეთს, ის ცდილობს უკრაინისა და მისი სუვერენიტეტის გადარჩენას

by admin

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში, კიტ კელოგი აცხადებს, რომ მისი მიზანია ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ 100 დღის განმავლობაში მოიძებნოს გამოსავალი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი ომის დასასრულებლად, – ამის შესახებ კიტ კელოგმა Fox News-ის ეთერში განაცხადა.

კიტ კელოგის თქმით, მასაც და დონალდ ტრამპსაც ესმით, რომ გამოსავლის საპოვნელად ცოტა დრო აქვთ და რომ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს სურს ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება.

“ხალხმა უნდა გაიგოს, ის არ ცდილობს რაიმე მისცეს პუტინს ან რუსებს. ის რეალურად ცდილობს გადაარჩინოს უკრაინა და მისი სუვერენიტეტი. მინდა, დავისახო მიზანი, როგორც პირად, ასევე პროფესიულ დონეზე. ვიტყოდი, დავსახოთ 100 დღე”, – აღნიშნა კელოგმა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay