ორშაბათი, აპრილი 27, 2026
Home პოლიტიკა სალომე ზურაბიშვილის კისინჯერის სტიპენდიატად დასახელება, ეს არის ღია მხილება, რომ ქალბატონი სალომე საქართველოში უცხო ჯგუფების გავლენებს ატარებდა – პაპუაშვილი

სალომე ზურაბიშვილის კისინჯერის სტიპენდიატად დასახელება, ეს არის ღია მხილება, რომ ქალბატონი სალომე საქართველოში უცხო ჯგუფების გავლენებს ატარებდა – პაპუაშვილი

by admin

 სალომე ზურაბიშვილის კისინჯერის სტიპენდიატად დასახელებაზე – ეს არის ღია მხილება, რომ ქალბატონი სალომე საქართველოში უცხო ჯგუფების გავლენებს ატარებდა – ასე გამოეხმაურა შალა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიატად დასახელებას.

“ეს ხომ ღია მხილება არის, თუ რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ქალბატონი სალომე საქართველოში უცხო ჯგუფების გავლენებს ატარებდა. ეს არის ის სტანდარტული გზა, რომელსაც ასეთი ადამიანები გადიან. შეგახსენებთ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებიდან წავიდა, მასაც ერთ-ერთ უნივერსიტეტში მკვლევარის სტატუსი მისცეს. რაც შეეხება მაკკეინის ინსტიტუტს, ჩვენ გვახსოვს, თუ რა როლი ჰქონდა მას იმ არეულობებში, რომელიც საქართველოში ორგანიზდებოდა. გახსოვთ მათ მიერ დაწერილი პირდაპირი სცენარი, ქალბატონი ლორა თორნთონის, რომელიც პირდაპირ წერდა, რომ არჩევნები რომ ჩატარდება და აღიარებენ დამკვირვებლები, მაინც იქნება პროტესტი და ამ პროტესტს მხარი უნდა დავუჭიროთო. შემდეგ გახსოვთ როგორი იმედგაცრუებული და გაკვირვებული იყო ქალბატონი ლორა თორნთონი, მსხვერპლით როგორ არ დასრულდა ეს ძალადობრივი აქციებიო. საერთო ჯამში, ეს არის კიდევ ერთი მხილება, რასთან გვაქვს საქმე. უბრალოდ, სირცხვილია, როდესაც ასეთ რაღაცებს ვხედავთ, მაგრამ როცა ასეთ გზაზე დადგება ადამიანი, იქ მერე უკვე მას სირცხვილის გრძნობა აღარ აქვს”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay