68
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, ევროპა და უკრაინა, შესაძლოა, მალე აღმოჩნდნენ ზეწოლის ქვეშ რუსეთის ფედერაციასთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით, მაგრამ არ შეიძლება დათანხმება შეთანხმებაზე, რომელიც მოსკოვს ძალების აღდგენის შესაძლებლობას მისცემს:
“რა სახის გარიგებაზე შეიძლება დათანხმდეს გონივრული ევროპა? რა თქმა უნდა, არა გარიგებაზე, რომელიც მოსკოვს მოღონიერების საშუალებას მისცემს. ევროპა ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე რუსეთის ლიდერები ფიქრობენ. რუსეთი გაცილებით სუსტია, ვიდრე ბევრი ევროპელი ფიქრობს. სუვერენული უკრაინის გარეშე არ იქნება უსაფრთხო ევროპა. უკრაინას შეუძლია ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს და მისი მომავალი ევროკავშირშია”