1
ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის (COP17) ლიდერთა სამიტის გახსნას დაესწრო.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„კონფერენცია სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა გახსნეს.
სამიტის გახსნამდე, კონფერენციის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში