პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
Home საზოგადოება დაკავებული ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი დუმილის უფლებით სარგებლობენ – ადვოკატი

დაკავებული ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი დუმილის უფლებით სარგებლობენ – ადვოკატი

by admin

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე კაწრო, დუმილის უფლებით სარგებლობენ. დუმილის უფლებით სარგებლობს მესამე დაკავებულიც – შოთა ყიფიანიც.

როგორც მათი ადვოკატი აცხადებს, დაკავებულების პოზიციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

სამივე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურა სამივე მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

ცნობისთვის, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილსა და შოთა ყიფიანს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობას ედავებიან. უფრო კონკრეტულად კი, ისინი 14 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო დააკავეს, რა დროსაც დაკავებულები დაზარალებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay