პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
Home პოლიტიკა საქართველოს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე სტუმრობს

საქართველოს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე სტუმრობს

by admin

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, იგნაციო კასისი საქართველოს სტუმრობს.

ის დღეს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ ისინი მედიასთან ერთობლივ კომენტარს გააკეთებენ.

როგორც შვეიცარიის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, იგნასიო კასისი უკვე იმყოფებოდა სომხეთში. ის საქართველოში სწორედ ერევნიდან ჩამოვიდა.

მათივე ცნობით, ეს ორი ვიზიტი იგნაციო კასისის რეგიონული ვიზიტების პროგრამის მეორე ნაწილს წარმოადგენს; პროგრამის პირველი ნაწილი კი 3-5 აგვისტოს აზერბაიჯანსა და თურქმენეთში განხორციელდა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay