პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
Home მსოფლიო სადაზვერვო ინფორმაციის ორ მესამედს უკრაინა ევროპიდან, მათ შორის საფრანგეთიდან იღებს – ჟან-ნოელ ბარო

სადაზვერვო ინფორმაციის ორ მესამედს უკრაინა ევროპიდან, მათ შორის საფრანგეთიდან იღებს – ჟან-ნოელ ბარო

by admin

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, სადაზვერვო ინფორმაციის ორ მესამედს უკრაინა ევროპიდან, მათ შორის საფრანგეთიდან იღებს. ამის შესახებ მან გამოცემა France Info-სთან ისაუბრა.

ბაროს თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან არაერთხელ გავრცელებულა პროგნოზები, რომ უკრაინა დაეცემა და შეერთებული შტატები მას მიატოვებს.

“უკვე ოცჯერ გამოაცხადეს, რომ უკრაინა დაეცემა და რომ აშშ უკრაინას მიატოვებს“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, სინამდვილეში უკვე დიდი ხანია, უკრაინის მხარდაჭერის ძირითადი ტვირთი სწორედ ევროპას ეკისრება.

„ნუ ავყვებით ვლადიმირ პუტინის პროპაგანდას“, – აღნიშნა ბარომ.

ბაროს განცხადებით, კრემლი ცდილობს, უკრაინა და ევროპა ერთმანეთს დაუპირისპიროს და ევროპულ ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერაზე უარი ათქმევინოს.

„ჩვენ ომს არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ ადამიანების გონებაშიც ვაწარმოებთ“, – დასძინა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay