ხუთშაბათი, ოქტომბერი 15, 2026
Home პოლიტიკა 17 ოქტომბერს, “ქართული ოცნების” უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დაესწრება

17 ოქტომბერს, “ქართული ოცნების” უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დაესწრება

by admin

17 ოქტომბერს, 14:00 საათზე, „ქართულ ოცნების“ უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა. „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

დეპუტატის თქმით, უმრავლესობის სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ, მათ შორის, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხს.

„ჩვენ უნდა მიმოვიხილოთ, ზოგადად, ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ მიმდინარე მოვლენები. ასეთი ტიპის სამუშაო შეხვედრა ძალიან კარგია, მით უმეტეს, საპატიო თავმჯდომარე ესწრება ამ სხდომას. ყველა მიმდინარე საკითხი უნდა მიმოვიხილოთ, მათ შორის, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელი. ცვლილებებთან დაკავშირებით არაფერი,“ – განაცხადა მაჭავარიანმა „ტვ პირველთან“.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay