გამოძიებამ ლაიფციგში სატვირთო თვითმფრინავზე თავდასხმის მცდელობის საქმეში ეჭვმიტანილი ორი პირი გამოავლინა , – ინფორმაციას გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გამოძიება დარწმუნებულია, რომ გასულ თვეში ლაიფციგში, უკრაინულ სატვირთო თვითმფრინავზე თავდასხმის მცდელობასთან კავშირში მყოფი ორი პირი გამოავლინეს.
ასევე, მათივე ინფორმაციით, ერთი ეჭვმიტანილი რუსეთში დაბადებული მამაკაცია ლატვიის პასპორტით, ხოლო მეორე ბელარუსის მოქალაქეა რუსეთის პასპორტით.
როგორ გამოცემა წერს, სახელმწიფო ორგანოებისთვის ორივე მათგანის ვინაობა ცნობილია.
შეგახსენებთ, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ დობრინდტმა გუშინ განაცხადა, რომ გასულ თვეში ლაიფციგის აეროპორტში უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის მახლობლად ასაფეთქებელი დრონის ინციდენტზე პასუხისმგებელი რუსეთია. ამის შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა გამოაცხადა, რომ ბონში რუსეთის გენერალური საკონსულო დაიხურება, ბერლინში – „რუსული სახლი“, ხოლო რუსებისთვის გერმანიაში შესვლის კონტროლი გამკაცრდება