ხუთშაბათი, სექტემბერი 3, 2026
Home საზოგადოება ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ვამზადებთ, ამ რეჟიმს ეკონომიკურად სულს ამოვხდით – სკოტ ბესენტი

ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ვამზადებთ, ამ რეჟიმს ეკონომიკურად სულს ამოვხდით – სკოტ ბესენტი

by admin

აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ მისი უწყება ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს. ამის შესახებ მან ჩრდილოეთ კაროლინაში G20-ის ფინანსთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში განაცხადა.

“სავარაუდოდ, ამ კვირაში ერთ ბანკთან დაკავშირებით სანქციებს გამოვაცხადებთ, ხოლო მომდევნო კვირას – კიდევ ერთთან”, – განაცხადა ბესენტმა.

მისივე თქმით, აშშ ამ საკითხზე მოკავშირეებთან კონსულტაციებს მართავს და მათგან სანქციების მხარდაჭერა მიიღო.

გარდა ამისა, ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ განიხილავს თვითმფრინავების სალიზინგო კომპანიებისა და სხვა კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, რომლებიც ირანის ისლამურ რევოლუციურ გვარდიასთან აგრძელებენ საქმიანობას.

გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ აშშ განიხილავს თვითმფრინავების სალიზინგო კომპანიებისა და სხვა კომპანიების წინააღმდეგ ზომების მიღებას, რომლებიც ირანის ისლამურ რევოლუციურ გვარდიასთან აგრძელებენ საქმიანობას.

„ჩვენ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა გვაქვს. ამ რეჟიმს ეკონომიკურად სულს ამოვხდით“, – განაცხადა მან

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay