ხუთშაბათი, სექტემბერი 3, 2026
Home პოლიტიკა ესტონეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად იულე მადისე აირჩია

ესტონეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად იულე მადისე აირჩია

by admin

ესტონეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად იულე მადისე აირჩია, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ესტონეთის პარლამენტში (რიიგიკოგუ) პრეზიდენტის თანამდებობაზე იულე მადისეს კანდიდატურას მხარი 71-მა დეპუტატმა დაუჭირა.

51 წლის იულე მადისე 2015 წლიდან ესტონეთის იუსტიციის კანცლერის თანამდებობას იკავებს. წარსულში მადისე იუსტიციის სამინისტროში, პარლამენტის საკონსტიტუციო კომიტეტში, ასევე, გენერალური აუდიტორისა და პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობებზე მუშაობდა.

იულე მადისე ესტონეთის პრეზიდენტის თანამდებობას პარლამენტში ფიცის დადების შემდეგ, 12 ოქტომბერს დაიკავებს. მადისე პრეზიდენტის თანამდებობაზე ალარ კარისს შეცვლის

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay