უკრაინა გერმანიისგან საჰაერო თავდაცვის ახალ პაკეტებს მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს ლაიფციგის აეროპორტში რუსეთის თავდასხმის შესახებ ესაუბრა.
„ეს რუსეთის კიდევ ერთი ესკალაციაა და მნიშვნელოვანია, რომ გერმანიამ საპასუხო ზომები მიიღო. უკრაინა მზადაა დახმარებისთვის, როგორც ექსპერტიზით, ისე გამოცდილებით. ჩვენი გუნდები დრონების შეთანხმების ტექსტზე მუშაობას ასრულებენ. განვიხილეთ შეთანხმების შინაარსი და ის, თუ როდის შევძლებთ მის გაფორმებას“, – წერს ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, ფრიდრიხ მერცს უახლოეს მომავალში შეხვედრის შესახებ შეუთანხმდა.
„ფრიდრიხს გერმანიის მხრიდან ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე. მიმდინარე თვეში გერმანიისგან საჰაერო თავდაცვის ახალი პაკეტები იქნება“, – აცხადებს ზელენსკი