სამშაბათი, სექტემბერი 1, 2026
Home მსოფლიო ბონში რუსეთის გენერალური საკონსულო დაიხურება, ხოლო ბერლინში “რუსული სახლი” – რუსებისთვის გერმანიაში შესვლის კონტროლი გამკაცრდება და გაიზრდება სასანქციო სია

ბონში რუსეთის გენერალური საკონსულო დაიხურება, ხოლო ბერლინში “რუსული სახლი” – რუსებისთვის გერმანიაში შესვლის კონტროლი გამკაცრდება და გაიზრდება სასანქციო სია

by admin

ბონში რუსეთის გენერალური საკონსულო დაიხურება, ბერლინში – “რუსული სახლი”, რუსებისთვის გერმანიაში შესვლის კონტროლი გამკაცრდება. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა შინაგან საქმეთა მინისტრ, ალექსანდრ დობრინდტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვადეფულის თქმით, ლაიფციგის აეროპორტში რუსული ჰიბრიდული თავდასხმის შედეგად მოსკოვთან ურთიერთობები “კიდევ უფრო უარესდება”. შესაბამისად, გერმანია, ევროკავშირისა და ნატო-ს პარტნიორებთან კოორდინაციაში რუსეთის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს.

ვადეფულის თქმით, ბონში რუსეთის გენერალური საკონსულო დაიხურება, ხოლო ბერლინში – “რუსული სახლი”. ასევე, სასანქციო სიებს ახალი ხალხი დაემატება. შედეგად, რუსეთის საელჩო ბერლინში მოსკოვის ერთადერთი დიპლომატიური წარმომადგენლობა დარჩება გერმანიაში.

მისი თქმით, რუსებისთვის ასევე გამკაცრდება ქვეყანაში შესვლის კონტროლი და ბერლინი დამატებით ზეწოლას განახორციელებს რუსეთის “ჩრდილოვან ფლოტზე”. ასევე დაბარებულ იქნება რუსეთის ელჩი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay