2
ნორვეგიის მეფე ჰოკონ VIII-მ ფიცი დადო, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მეფე ჰოკონ VIII-მ ფიცი ნორვეგიის პარლამენტში, დეპუტატების წინაშე დადო.
„დედოფალი და მე ვადასტურებთ, რომ ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ ჩვენი მოვალეობების შესასრულებლად მზად ვართ“, – განაცხადა ნორვეგიის ახალმა მეფემ.
ფიცის დადების ცერემონიას ნორვეგიის მემკვიდრე პრინცესა ინგრიდ ალექსანდრა ესწრებოდა.
შეგახსენებთ, ჰოკონ VIII-მ ნორვეგიის სამეფო ტახტი მამამისის, მეფე ჰარალდ V-ის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა. ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 28 აგვისტოს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა