ევროპა აშშ-ზე დამოკიდებული არ უნდა ყოფილიყო, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.
„”ს უინსტონ ჩერჩილს, შარლ დე გოლსა და კონრად ადენაუერს არ სურდათ. ევროპა სამხედრო ძალა უნდა ყოფილიყო, ძლიერი ამერიკის მოკავშირე. თავდაცვის დეპარტამენტი ევროპაში განლაგებული ამერიკული ძალების რაოდენობას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გადახედავს. ეს შემუშავებული იქნება იმისთვის, რომ ევროპამ საკუთარ თავდაცვაზე პასუხისმგებლობა აიღოს. აშშ გააორმაგებს თავის ძალისხმევას, რათა მოკავშირეებმა თავდაცვაზე იმდენი დახარჯონ, რამდენიც საჭიროა.
იქ, სადაც ჩვენი მოკავშირეები შესაბამისად არ დახარჯავენ, ჩვენი შენატანებიც შემცირდება. ნატო ორმხრივი ქუჩა გახდება. ამერიკა ევროპის თავდაცვაზე იმაზე მეტად ვერ იზრუნებს და იმაზე მეტს ვერ დახარჯავს, ვიდრე ჩვენი მოკავშირეები”, – განაცხადა ჰეგსეთმა