კვირა, ივნისი 21, 2026
Home მსოფლიო თუ აშშ არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს, ირანიც ვერ შეასრულებს – ირანის პარლამენტის თავმჯდომარე

თუ აშშ არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს, ირანიც ვერ შეასრულებს – ირანის პარლამენტის თავმჯდომარე

by admin

თუ შეერთებული შტატები არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს, ირანიც ვერ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ მოჰამედ ბაგერ ღალიბაფმა განაცხადა.

ღალიბაფმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა ხელი მოაწერეს მემორანდუმის ასლს, რომელიც მიზნად ისახავს ომის დასრულებას და ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის განახლებას.

14-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, აშშ დათანხმდა ირანის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას, რაც თეირანს საშუალებას მისცემს გაზარდოს ნავთობიდან მიღებული შემოსავალი და სხვა საკითხებთან ერთად, წვდომა ჰქონდეს საერთაშორისო საბანკო სექტორზე

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay