2
ირანის დელეგაცია აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის შვეიცარიაში ჩავიდა.
ინფორმაციას CNN ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, კვირას გამთენიისას ირანის დელეგაცია შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩავიდა, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების გამართვა იგეგმება.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრები შვეიცარიის სამთო კურორტ ბიურგენშტოკში გაიმართება.
ირანის დელეგაციას ხელმძღვანელობს მოჰამად ბაღერ ღალიბაფი, რომელიც თეირანის მთავარი მომლაპარაკებლის როლშია.
თუ ინფორმაცია დადასტურდება, ეს იქნება ირანსა და აშშ-ს შორის მაღალი დონის პირდაპირი კონტაქტების მნიშვნელოვანი ეტაპი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბულობის ფონზე