კვირა, ივნისი 21, 2026
Home მსოფლიო ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 თვით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 თვით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

by admin

ევროკავშირის ლიდერები პირველად რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები 12 თვით გაახანგრძლივონ, ნაცვლად აქამდე არსებული 6-თვიანი ვადისა.ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ევროპული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით დაიწყო და შემდეგ ევროკავშირის ლიდერების დახურულ ფორმატში გაგრძელდა.

მოლაპარაკებები დაახლოებით 3 საათსა და 30 წუთს გაგრძელდა.

ევროსაბჭოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, მარია ტომასიკის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის საკითხზე სამიტის დასკვნები დაამტკიცეს და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოქმედების 12 თვით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს.

ეს ევროკავშირისთვის პრეცედენტული ნაბიჯია. ბოლო დაახლოებით ათი წლის განმავლობაში, მათ შორის რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მთელი პერიოდის განმავლობაში, წევრ ქვეყნებს სანქციების განახლება ყოველ ექვს თვეში ერთხელ უწევდათ. ეს ცალკეულ სახელმწიფოებს, განსაკუთრებით უნგრეთს, შესაძლებლობას აძლევდა სანქციების საკითხი პოლიტიკური ვაჭრობის საგნად ექციათ.

სანქციების გახანგრძლივების ვადის 12 თვემდე გაზრდა შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა არჩევნებში მარცხი განიცადა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay