კვირა, ივნისი 21, 2026
Home საზოგადოება დონალდ ტუსკი პოლონეთში რუსი სატირიკოსი მხატვრის, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაზე – მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს

დონალდ ტუსკი პოლონეთში რუსი სატირიკოსი მხატვრის, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაზე – მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს

by admin

ბიალა პოდლასკაში რუსეთის მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია – ის საქართველოს პასპორტს იყენებს, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ავრცელებს.

„ლუბლინის პოლიციამ და შიდა უსაფრთხოების სააგენტომ ბიალა პოდლასკაში რუსეთის მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა. ის საქართველოს პასპორტს იყენებს“, – წერს ტუსკი X-ზე

ტუსკის თქმით, პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურები მკვლელობის დამკვეთის დასადგენად მუშაობენ.

ცნობისთვის, საქმე რამდენიმე დღის წინ პოლონეთში, ბიალა პოდლასკაში რუსეთის მოქალაქის, 44 წლის მამაკაცის მკვლელობას ეხება. რუს მხატვარს და სატირიკოსს, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის, თავდამსხმელმა საცხოვრებელ კორპუსთან რამდენჯერმე ესროლა. პოლონური მედიის ინფორმაციით, სკრეპეცკი საკუთარ ნამუშევრებში რუსეთის ხელისუფლებას, მათ შორის ვლადიმერ პუტინს ხშირად აკრიტიკებდა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay