კვირა, ივნისი 21, 2026
Home საზოგადოება ოკუპირებულ ყირიმში საწვავის გაყიდვა აიკრძალა

ოკუპირებულ ყირიმში საწვავის გაყიდვა აიკრძალა

by admin

ოკუპირებულ ყირიმში საწვავის გაყიდვა აიკრძალა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ოკუპირებული ყირიმის რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. ლიდერის, სერგეი აქსიონოვის განცხადებით, დღის განმავლობაში საწვავი მხოლოდ ე.წ. სამთავრობო უწყებებზე გაიყიდება.

„დღეს, 21 ივნისს, 9:00 საათიდან ყირიმის ბენზინგასამართ სადგურებზე შეჩერდა საწვავის გაყიდვა როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით, ასევე ტალონებით როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის“, – აღნიშნა აქსიონოვმა.

ამასთან, აქსიონოვის ცნობით, დრონებით იერიშების შედეგად ოკუპირებულ ყირიმში 4 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა.

შეგახსენებთ, გასულ ღამეს ოკუპირებულ ყირიმში განხორციელებული დარტყმების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა.

“ყირიმის ხიდის ორივე მხარეს არსებულ ობიექტებზე დარტყმები განხორციელდა: საზღვაო ლოჯისტიკა, რომელიც კრასნოდარის მხარეში ნავთობის ტრანზიტისთვის გამოიყენება და ნავთობის ბაზა დროებით ოკუპირებულ ქერჩში”, – განაცხადა ზელენსკიმ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay