3
უკრაინა ბრძოლის ველზე დინამიკას ცვლის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“უკრაინა რუსეთს ძალიან დიდ დანაკარგებს აყენებს, მაგრამ მათ ამის გაგრძელება მხოლოდ ჩვენი მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერების შემთხვევაში შეუძლიათ. ალიანსმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინა ბრძოლაში რაც შეიძლება ძლიერი დარჩეს.
რუსეთი თავდაცვაზე სახელმწიფო ბიუჯეტის 48%-ს ხარჯავს, მათთან დაკავშირებით მიამიტები არ უნდა ვიყოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა გაიგონ, რომ ყველაზე დიდ შეცდომას დაუშვებენ, თუ ალიანსზე თავდასხმას შეეცდებიან”, – აღნიშნა რუტემ