კვირა, ივნისი 21, 2026
Home მსოფლიო ჯეი დი ვენსი ირანთან მოლაპარაკებებისთვის შვეიცარიაში ჩავიდა

ჯეი დი ვენსი ირანთან მოლაპარაკებებისთვის შვეიცარიაში ჩავიდა

by admin

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ირანთან მოლაპარაკებებისთვის შვეიცარიაში ჩავიდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჯეი დი ვენსმა შვეიცარიაში გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში მისი პრიორიტეტებია – ირანთან მოლაპარაკებების ჩარჩოს შექმნა, ბირთვულ საკითხებზე პროგრესის მიღწევა და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა.

“ჩვენ პოლიტიკური ხელმძღვანელობა უმაღლეს დონეზე გვეყოლება, ხოლო შემდეგ ადგილზე ტექნიკური ჯგუფი დარჩება“, – აღნიშნა ვენსმა.

მისი თქმით, შვეიცარიაში დარჩენა მხოლოდ „ერთი ან ორი დღით“ შეუძლია, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწევს.

ჯეი დი ვენსის გარდა, აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შედიან.

აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებში მონაწილეობას პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი და არმიის მეთაური ასიმ მუნირიც მიიღებენ, რომლებიც შვეიცარიაში დილით გაფრინდნენ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay