სამშაბათი, აპრილი 28, 2026
Home საზოგადოება შვეიცარიამ ნიკოლას მადუროს აქტივები გაყინა

შვეიცარიამ ნიკოლას მადუროს აქტივები გაყინა

by admin

შვეიცარიამ ნიკოლას მადუროს აქტივები გაყინა, – ამის შესახებ განცხადებას შვეიცარიის მთავრობა ავრცელებს.

შვეიცარიის მთავრობამ ვენესუელის გადაყენებული პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროსა და მასთან დაახლოებული პირების საკუთრებაში არსებული ყველა ის აქტივი გაყინა, რომელიც ქვეყანაში ინახებოდა.

“თუ მომავალი სასამართლო პროცესების შედეგად დადგინდება, რომ თანხების მოპოვება უკანონოდ მოხდა, შვეიცარია უზრუნველყოფს იმას, რომ აქტივები ვენესუელის ხალხის საკეთილდღეოდ იქნას გამოყენებული”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილება ვენესუელის მოქმედი მთავრობის წევრებზე არ გავრცელდება

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay