სამშაბათი, აპრილი 28, 2026
Home პოლიტიკა ვემზადებით დიპლომატიური კვირისთვის, ევროპაში შეხვედრები გაიმართება – ვოლოდიმირ ზელენსკი

ვემზადებით დიპლომატიური კვირისთვის, ევროპაში შეხვედრები გაიმართება – ვოლოდიმირ ზელენსკი

by admin

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მიმდინარე კვირაში ევროპაში გაიმართება შეხვედრები, რომლებმაც ომის დასრულებას უნდა შეუწყოს ხელი.

“უკვე ვემზადებით შემდეგი დიპლომატიური კვირისთვის – ევროპაში შეხვედრები გაიმართება, რაც უკრაინის თავდაცვისა და ომის დასრულებასთან დაახლოებაში კიდევ ერთი წვლილი უნდა იყოს. უკრაინა მზად იქნება მოვლენების შემდგომი განვითარების ორივე ვარიანტისთვის: დიპლომატიისთვის, რომელსაც ჩვენ ვუზრუნველყოფთ, ან აქტიური თავდაცვის გასაგრძელებლად, თუ ჩვენი პარტნიორების ზეწოლა რუსეთზე არასაკმარისი აღმოჩნდება. უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის. თუმცა, უკრაინა თავის ძალას არავის დაუთმობს. ხვალისთვის მინისტრთა კაბინეტის სხდომა მზადდება. მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები გაგრძელდეს. დღეს ჩვენ დეტალურად ვიმუშავეთ უსაფრთხოებაზე. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური შეიცვლება. ჩვენ ასევე განვიხილეთ ცვლილებების შესაბამისი მიმართულებები შინაგან საქმეთა მინისტრ კლიმენკოსთან” – აღნიშნა ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay