სამშაბათი, აპრილი 28, 2026
Home მსოფლიო ვენესუელაზე მეორე დარტყმა შესაძლებელია თუ მთავრობა უარს იტყვის თანამშრომლობაზე, ასევე, ჩემთვის კარგად ჟღერს ოპერაცია “კოლუმბია”- დონალდ ტრამპი

ვენესუელაზე მეორე დარტყმა შესაძლებელია თუ მთავრობა უარს იტყვის თანამშრომლობაზე, ასევე, ჩემთვის კარგად ჟღერს ოპერაცია “კოლუმბია”- დონალდ ტრამპი

by admin

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ ადმინისტრაციის დარჩენილი წევრები უარს იტყვიან თანამშრომლობაზე ქვეყანაში ვითარების გამოსწორების მიზნით, შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, ვენესუელაზე მეორე სამხედრო დარტყმა განახორციელოს.

Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა მიანიშნა, რომ სამხედრო მოქმედებების წინაშე, შესაძლოა, კოლუმბია და მექსიკაც აღმოჩნდნენ, თუ ისინი არ შეამცირებენ შეერთებულ შტატებში უკანონო ნარკოტიკების ნაკადს.

“ოპერაცია “კოლუმბია” ჩემთვის კარგად ჟღერს, ხოლო კუბა, რომელიც ვენესუელას ახლო მოკავშირეა, როგორც ჩანს, მზადაა თავისთავად დაეცეს აშშ-ის სამხედრო ქმედებების გარეშე” – განაცხადა ტრამპმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay