კვირა, აპრილი 26, 2026
Home მსოფლიო ნიკოლას მადუროს და მის მეუღლეს ნიუ-იორკში ბრალი წაუყენეს

ნიკოლას მადუროს და მის მეუღლეს ნიუ-იორკში ბრალი წაუყენეს

by admin

ნიკოლას მადუროს ბრალი ნიუ-იორკში წაუყენეს, – ამის შესახებ აშშ-ის გენერალური პროკურორი, პემ ბონდი სოციალურ ქსელში წერს.

“ნიკოლას მადუროსა და მის მეუღლეს, სილია ფლორესს, ნიუ-იორკის სამხრეთის ოლქში ბრალი წაუყენეს. ნიკოლას მადუროს ბრალი წაუყენეს ნარკო-ტერორიზმის შეთქმულებაში, კოკაინის იმპორტის შეთქმულებაში, იარაღის შენახვისა და ფლობის შეთქმულებაში. ისინი მალე ამერიკის ტერიტორიაზე, ამერიკულ სასამართლოებში, ამერიკული მართლმსაჯულების სრულ სიმკაცრეს იგრძნობენ”, – წერს ბონდი X-ზე.

პემ ბონდიმ წარმატებული ოპერაციისთვის აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ამერიკელ სამხედროებს მადლობა გადაუხადა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay