კვირა, აპრილი 26, 2026
Home მსოფლიო მადურო თავისი დანაშაულებისთვის მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

მადურო თავისი დანაშაულებისთვის მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

by admin

მადურო თავისი დანაშაულებისთვის მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება, – ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, კრისტოფერ ლანდაუ ამერიკელი სამხედროების მიერ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს შეპყრობას.

“ეს ვენესუელისთვის ახალი დასაწყისია. ტირანი აღარ არის. ის ახლა, საბოლოოდ, თავისი დანაშაულებისთვის მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება”, – წერს ლანდაუ X-ზე.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა კარაკასში ვენესუელის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო მეუღლესთან ერთად შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay