კვირა, აპრილი 26, 2026
Home მსოფლიო ნიკოლას მადურომ ვენესუელაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ნიკოლას მადურომ ვენესუელაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

by admin

ნიკოლას მადურომ ვენესუელაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, – ამის შესახებ განცხადებას ვენესუელის მთავრობა ავრცელებს.

ვენესუელის მთავრობა აცხადებს, რომ აშშ-ის „სამხედრო აგრესიას გმობს“.

“მსგავსი აგრესია საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას, განსაკუთრებით ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში. ასევე, სერიოზულ საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ვენესუელის მთავრობის განცხადებით, აშშ-ის აგრესიის მიზანი ვენესუელის ნავთობსა და მინერალებზე კონტროლის მოპოვებაა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay