ხუთშაბათი, დეკემბერი 18, 2025
Home საზოგადოება აშშ-მა წყნარ ოკეანეში ნარკოტიკებით დატვირთულ სამ გემზე იერიში მიიტანა, დაიღუპა 8 ადამიანი

აშშ-მა წყნარ ოკეანეში ნარკოტიკებით დატვირთულ სამ გემზე იერიში მიიტანა, დაიღუპა 8 ადამიანი

by admin

აშშ-ის სამხედრო ძალების განცხადებით წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ სამ გემზე იერიში მიიტანეს, რასაც რვა ადამიანი ემსხვერპლა.

ამის შესახებ ამერიკის სამხრეთ სარდლობა სოციალურ ქსელში წერს.

“15 დეკემბერს, პიტ ჰეგსეთის [აშშ-ის ომის დეპარტამენტის მდივანი] მითითებით, გაერთიანებულმა ოპერატიულმა ჯგუფმა „სამხრეთის შუბმა“ ლეტალური დარტყმები განახორციელა სამ გემზე, რომლებსაც ტერორისტული ორგანიზაციები საერთაშორისო წყლებში იყენებენ,” – ნათქვამია ინფორმაციაში.

აღნიშნულია, რომ ამერიკულმა დაზვერვამ დაადასტურა, რომ გემები წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ნარკოტიკებით ვაჭრობის ცნობილი მარშრუტებით მოძრაობდნენ და ნარკოვაჭრობას ეწეოდნენ.

დარტყმების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა: სამი პირველ გემზე, ორი მეორეზე და სამი მესამეზე

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay