ხუთშაბათი, დეკემბერი 18, 2025
Home პოლიტიკა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსულ წყალქვეშა ნავს დაარტყა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსულ წყალქვეშა ნავს დაარტყა

by admin

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსულ წყალქვეშა ნავს დაარტყა , – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, ისტორიაში პირველად, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა ნოვოროსიისკის პორტში მდგომი რუსული წყალქვეშა ნავი Varshavyanka საზღვაო დრონების, Sea Baby-ის გამოყენებით ააფეთქა.

“აფეთქების შედეგად წყალქვეშა ნავმა კრიტიკული ზიანი მიიღო და მწყობრიდან გამოვიდა. წყალქვეშა ნავზე კალიბრის  ტიპის ფრთოსანი რაკეტის ოთხი გამშვები დანადგარი იყო, რომლებსაც მტერი უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის იყენებს”, – აცხადებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მსგავსი ტიპის წყალქვეშა ნავის ღირებულება 400 მილიონი დოლარია

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay