ხუთშაბათი, დეკემბერი 18, 2025
Home მსოფლიო უკრაინაში მშვიდობის მიღწევის რეალური შანსი გვაქვს – ფრიდრიხ მერცი

უკრაინაში მშვიდობის მიღწევის რეალური შანსი გვაქვს – ფრიდრიხ მერცი

by admin

უკრაინაში მშვიდობის მიღწევის რეალური შანსი გვაქვს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბერლინში, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“გუშინ და დღეს ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ საერთო პოზიციაზე შეთანხმების მხრივ. კონფიდენციალურ საუბრებში დეტალურად აღვნიშნეთ ჩვენი პოზიციები და ერთმანეთის აზრს მოვუსმინეთ. ვიმედოვნებ, რომ შემდგომ პროგრესს დღეს საღამოს მივაღწევთ. ოთხი წლის განმავლობაში თავის ტერიტორიას უკრაინელი ხალხი იცავს და ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მათ შეუძლიათ. ტერიტორიული დათმობების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ უკრაინას შეუძლია. აშშ-ის მიერ შეთავაზებული სამართლებრივი და მატერიალური გარანტიები ნამდვილად მნიშვნელოვანია, ეს ნამდვილი პროგრესია, რომელსაც მივესალმები”, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა

 

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay