ცესკოს მონაცემებით, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნების მერობის კანდიდატებმა 25 ოლქში ხმების 100% აიღეს, აღნიშნულ ოლქებში კენჭს მხოლოდ ოცნების წარმომადგენლები იყრიდნენ.
ხმების 100%, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოცნებამ შემდეგ ოლქებში აიღო: საგარეჯო, გურჯაანი, დედოფლისწყარო, ყვარელი, თიანეთი, გარდაბანი, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო, ახალციხე, ადიგენი, ასპინძა, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი, მესტია, საჩხერე, ბაღდათი, ვანი, ტყიბული, აბაშა და მარტვილი.
ასევე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 64-ვე მუნიციპალიტეტში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი იმარჯვებს.
4 ოქტომბერა დიდი და თვითმმართველი ქალაქებიდან ყველაში ამომრჩეველთა აქტივობა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა წინა თვითმმართველობის არჩევნებს