115
დონბასის დათმობა იგივეა, რაც აშშ-მა დათმოს ფლორიდა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მედიასთან თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
“რუსეთის მოთხოვნა, რომ კიევმა დათმოს დონბასის თავისუფალი ნაწილები, წარმოდგენაში რომ ვთქვათ, იგივეა, რაც აშშ-მა უნდა დათმოს ფლორიდა. რაც შეეხება კითხვას, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას უსაფრთხოების გარანტიებში… აბსოლუტურად ნათელია, რომ მთელმა ევროპამ უნდა მიიღოს მონაწილეობა”, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა