უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ მომავალ კვირაში პარლამენტში შეიტანენ კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფო მედიის „ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას“ ითვალისწინებს.
ამის შესახებ მადიარი Facebook-ზე წერს.
მადიარის თქმით, მიზანია სახელმწიფო მედიაში დაბალანსებული და მიუკერძოებელი გაშუქების უზრუნველყოფა.
„მომავალ კვირაში პარლამენტს სახელმწიფო მედიის სრული ტრანსფორმაციის შესახებ კანონპროექტს წარვუდგენთ. ჩვენი მიზანია დაბალანსებული ინფორმირების უზრუნველყოფა. ახალი ამბები წმინდაა, აზრის გამოხატვა კი – თავისუფალი,“ – განაცხადა პეტერ მადიარმა.
პრემიერის შეფასებით, ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში სახელმწიფო მედია ხელისუფლების საინფორმაციო რუპორად იქცა.
მანამდე უნგრეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მედია-მაგნატის კომპანიების წინააღმდეგ, რომელიც წლების განმავლობაში იღებდა მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტებს ორბანის მთავრობის პერიოდში.