კვირა, ივნისი 7, 2026
Home საზოგადოება აჭარის საზმაუს დირექტორი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე გადადგა

აჭარის საზმაუს დირექტორი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე გადადგა

by admin

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ვლადიმერ ტატიშვილი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე გადაგა.

ამის შესახებ საზმაუს დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

“შემოიტანა აჭარის ტელევიზიის დირექტორმა განცხადება გადადგომის შესახებ, ეს ცნობად უნდა მივიღოთ და დავაკმაყოფილოთ, ჩვენი გადაწყვეტილება არაფერ შუაში არ არის. რეგლამენტით ასეა, რომ მის ნაცვლად მოვალეობას შეასრულებს პირველი მოადგილე, ქალბატონი ეკატერინე შაინიძე […] ნოემბერში ისედაც ახალი არჩევნები იყო დანიშნული და ალბათ, როცა დაინიშნა მიიღო ბატონმა ვლადიმერმა ეს გადაწყვეტილება”. – თქვა მაღლაფერიძემ.

ცნობისთვის, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად ტატიშვილი 2022 წლის ნოემბერში სამი წლის ვადით დაინიშნა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay