1
ევროპა სახიფათო იდეოლოგიების შემოსევის წინაშე დგას, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა ნორმანდიაში, მოკავშირეთა ძალების გადასხმის 82-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“სამწუხაროდ, დღეს ევროპის სხვადასხვა სანაპიროებს შტურმით სხვადასხვა სახიფათო იდეოლოგიები იღებენ. ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთისა და ბულგარეთის სანაპიროებზე ნავები და ადამიანები ჩადიან. როდის იმოქმედებენ ევროპის დედაქალაქები ამ შემოსევის წინააღმდეგ, თუ უკვე გვიანია? ვიმედოვნებ, რომ არა და მჯერა, რომ ეს ასე არ არის”, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა