შაბათი, ივნისი 6, 2026
Home საზოგადოება შავ ზღვაში თურქულ გემზე თავდასხმა განხორციელდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

შავ ზღვაში თურქულ გემზე თავდასხმა განხორციელდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

by admin

შავ ზღვაში თურქულ გემზე თავდასხმა განხორციელდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, – ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის სანაპირო დაცვის სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის სანაპირო დაცვის სარდლობის განცხადებით, შავ ზღვაში, ყირიმის მახლობლად მყოფ თურქეთის დროშის ქვეშ მცურავ თევზსაჭერ გემ DURU 67-ზე თავდასხმა 5 ივნისს განხორციელდა.

თავდასხმის შედეგად ერთი მეთევზე დაიღუპა და 4 დაშავდა.

მათივე ცნობით, თავდასხმის შემდეგ გემი ჩაიძირა, ხოლო დაშავებულების ევაკუაცია ახლოს მყოფმა თევზსაჭერმა გემმა განახორციელა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay