შაბათი, ივნისი 6, 2026
Home საზოგადოება სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ საარჩევნო სიის ბათილად ცნობის შესახებ განაცხადი არ დააკმაყოფილა

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ საარჩევნო სიის ბათილად ცნობის შესახებ განაცხადი არ დააკმაყოფილა

by admin

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ საარჩევნო სიის ბათილად ცნობის შესახებ განაცხადი არ დააკმაყოფილა, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მილიარდერი სამველ კარაპეტიანის პარტია „ძლიერი სომხეთის“ საარჩევნო სიის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ პარტია „რესპუბლიკის“ მიერ 5 ივნისს შეტანილი განაცხადი უარყო.

პარტია „რესპუბლიკის“ წარმომადგენელმა, გრიგორ არაკელიანმა განაცხადა, რომ მოთხოვნის მიზეზი „ძლიერი სომხეთის“ გაუმჭვირვალე დაფინანსება და საგარეო გავლენები იყო.

„საუბარია საზღვარგარეთ მყოფ სომხეთის მოქალაქეებზე ზეწოლის შესახებ, რათა ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ ხმის მისაცემად და ხმა გარკვეული ძალების კანდიდატს მისცენ“, – განაცხადა გრიგორ არაკელიანმა.

5 ივნისის საღამოს სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რიგგარეშე სხდომაზე პარტია „რესპუბლიკის“ განაცხადი ერთხმად უარყო. კომისიის თავმჯდომარემ, ვაჰაგნ ჰოვაკიმიანმა განაცხადა, რომ წარმოდგენილი არგუმენტები პარტია „ძლიერი სომხეთის“ 7 ივნისს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეჩერების საფუძველს არ ქმნიდა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay