ვფიქრობ, ეს ყველაფერი დიდი მომენტი იყო, ნამდვილად უპრეცედენტო, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ თეთრ სახლში ორგანიზებული შეხვედრის შესახებ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
“ყველამ ერთი და იგივე თქვა, ანუ სამწლიანი ერთგვარი ჩიხის შემდეგ, როდესაც არ ხდებოდა მოლაპარაკებები და არ იცვლებოდა გარემოებები, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც, როგორც ჩანს, გარკვეული მოძრაობაა. ეს ისეთი რამ იქნება, რაც სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ უნდა არსებობდეს, რათა უკრაინამ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. მიუხედავად იმისა, რომ რიგი ქვეყნები მზად არიან უკრაინისთვის უსაფრთხოების ასეთი გარანტიები უზრუნველყონ, როგორც უკრაინელებმა გვითხრეს, ყველაზე ძლიერი უსაფრთხოების გარანტია, რაც მათ შეუძლიათ თავიანთი მომავლისთვის დაასახელონ, არის ძლიერი არმიის ყოლა. ეს ადვილი არ არის და შესაძლოა სამართლიანიც კი არ იყოს, მაგრამ ეს არის ის, რაც ომის დასასრულებლად არის საჭირო, როგორი იქნება ეს საზღვრები, პუტინმა და ზელენსკიმ უნდა გადაწყვიტონ და ამერიკის როლი ორ მხარეს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფაა”