3
სომხეთში საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციური პარტია, „ძლიერი სომხეთის“ ექვსი წევრი დააკავეს.
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, კანდიდატების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების საქმეზე დაიწყო.
დაკავების გადაწყვეტილებების აღსრულება შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციას დაევალა.
საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, საქმეზე წინასწარი გამოძიება გრძელდება