ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა – კაია კალასი

საქართველოსთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა – კაია კალასი

by admin

საქართველოსთან დაკავშირებით მაგიდაზე ყველა ვარიანტია, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა და სხვა ელემენტები, რამაც, შესძლოა, საქართველოს მთავრობა აიძულოს, გათვლები შეცვალოს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

“განვიხილავთ საქართველოს საკითხს. ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას საქართველოში. ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია. მაგიდაზე ყველა ვარიანტია, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა და სხვა ელემენტები, რამაც, შესძლოა, საქართველოს მთავრობა აიძულოს, გათვლები შეცვალოს”, – აღნიშნა კაია კალასმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay