სამების ტაძარში საყოველთაო ნათლობის 73-ე ეტაპი ჩატარდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის შიო III-ის ნათლული 700-მდე ბავშვი გახდა. შიო მესამემ საყოველთაო ნათლობის ფარგლებში ბავშვები პირველად მონათლა.
ნათლობის დასრულების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ მრევლს ქადაგებით მიმართა და ნათლულები დალოცა.
საყოველთაო ნათლობების ტრადიციას, დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, პატრიარქმა ილია მეორემ 2008 წელს ჩაუყარა საფუძველი. უწმინდესი, მშობლების სურვილის შემთხვევაში, ოჯახში ყველა მესამე და მომდევნო შვილის ნათლია იყო და, საერთო ჯამში, პატრიარქის ნათლულთა რაოდენობამ 50 ათასს გადააჭარბა