91
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ორმხრივი შეხვედრა გამართა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
“ლავროვმა ჩინეთის ლიდერს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მეგობრული მოკითხვა და საუკეთესო სურვილები გადასცა. განხილეს უმაღლეს და მაღალ დონეზე ორმხრივი პოლიტიკური კონტაქტების რიგი საკითხები, მათ შორის რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის მზადება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში და მილიტარისტულ იაპონიაზე გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში