1
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 8 ივნისს, სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.
მათივე ინფორმაციით, სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერება საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას – სტამბოლის დეკლარაციას.
„მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰაქან ფიდანთან და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში