კვირა, ივნისი 7, 2026
Home პოლიტიკა სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 58,97% შეადგინა

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 58,97% შეადგინა

by admin

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ვაჰაგნ ოვაკიმიანის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 476 597-მა მოქალაქემ, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 58,97%-ს შეადგენს.

ხმის მიცემის უფლება ქვეყანაში სულ 2 503 976 მოქალაქეს ჰქონდა.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა სიუნიქის ოლქიში — 66,67%, შემდეგ მოდის ვაიოც ძორის ოლქი – 65,63% და თავუშის ოლქი – 63,40%.

დედაქალაქ ერევანში ხმის მიცემის უფლება 849 488 მოქალაქეს ჰქონდა, არჩევნებში კი 496 643 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც 58,46%-ს შეადგენს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay