88
დონალდ ტრამპთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.
“აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ვესაუბრე. ეს ძალიან კარგი საუბარი იყო. მადლობა უკრაინის მხარდაჭერისთვის, მკვლელობების დასასრულებლად და სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად ერთობლივი მუშაობის გაგრძელებისთვის თქვენი მზადყოფნისთვის. პრეზიდენტთან ერთად განვიხილეთ აუცილებელი საშუალებები და გადაწყვეტილებები, რათა რუსული თავდასხმებისგან ხალხის უკეთ დაცვა უზრუნველვყოთ და ჩვენი პოზიციები გავაძლიეროთ. ჩვენ მზად ვართ, მშვიდობის მისაღწევად რაც შეიძლება პროდუქტიულად ვიმუშაოთ”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი