პრეზიდენტ ტრამპის მადლობელი ვარ მისი მზადყოფნის გამო, რომ ჩვენი ხალხი დაიცვას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.
“ეს ომი მხოლოდ რუსეთის გამო გრძელდება, პუტინის სურვილის გამო, რომ იგი გააჭიანუროს. რუსეთი ცდილობს ომი „ახალ ნორმად“ აქციოს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რუსეთი იძულებული გახდეს მკვლელობები შეწყვიტოს, რათა რეალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას მივაღწიოთ. მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ძალის მეშვეობით არის შესაძლებელი. მისი კავშირები ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან უნდა დასრულდეს. რუსეთის სამხედრო მრეწველობისთვის კომპონენტებისა და აღჭურვილობის მიწოდება უნდა შეწყდეს.
უკრაინისთვის Patriot-ებთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილებების მომზადებისთვის ჩვენი გუნდის, ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიისა და ნორვეგიის მადლობელი ვარ”, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი